top of page

ქართული კულტურის ცენტრის

" ფესვები"

დამფუძვნებელი და ქორეოგრაფი

Founder And Choreographer of

Georgian Cultural Center

" PESVEBI "

SHORENA BARBAKADZE


               როგორ შეიქმნა " ფესვები "
შორენა ბარბაქაძე და ივანე გოდერძიშვილი აშშ-ში 1998 წელს ჩავიდნენ. სანამ მათი პირველი შვილი მოევლინებოდა სამყაროს,მათ შენიშნეს რომ ნიუ იორკში დაბადებული, ან ახალი ჩამოსული პატარები უერთმანეთოდ იზრდებოდნენ. მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან შეხვედრის,გაცნობისა და დამეგობრების  საშუალება. 
პატარა ქართველების ერთმანეთისაგან სიშორე საბოლოოდ გამოიწვევდა ამ ბავშვების ერთმანეთისაგან გაუცხოვებას .
სწორედ ეს ვითარება გახდა მიზეზი იმ საბოლოო გადაწყვეტილებისა, რომელიც ვანოსა და შორენას უნდა მიეღოთ.
უნდა დაარსებულიყო ქართული კულტურული ცენტრი,
სადაც ბავშვები და მოზარდები შეისწავლიდნენ ქართულ კულტურას. ახალგაზრდა გოგონებმა დიდი სიხარულით გამოთქვეს ქართული ცეკვის შესწავლის სურვილი. მართლაც რამოდენიმე კვირაში მათ შეასრულეს რამოდენიმე ცეკვა მანჰეტენზე, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამართულ  სადღესასწაულო კონცერტზე და ხალხის დიდი მოწონებაც 
დაიმსახურეს.
რაც მთავარია, ქართველ მრევლში მოწონება დაიმსახურა ამ იდეამ. ყველას,ვისაც კი პატარა შვილი ჰყავდა, ვინც კი ახალგაზრდა იყო მოდიოდა და ცეკვისა და სიმღერის შესწავლის სურვილს გამოთქვამდა. ასე დაიწყო ჩამოყალიბება "ფესვებმა"

ART. DIRECTOR

IVAN GODERDZISHVILI

                      განვითარება

გადიოდა დრო და თანდათან გამოიკვეთა ადგილი, სადაც ქართველი ბავშვები ერთმანეთს ხვდებოდნენ.
შორენას დაუღალავმა და თავდაუზოგავმა
შრომამ ნელ-ნელა ნაყოფის გამოღება დაიწყო.
ბავშვებმა ქართულად საუბარი დაიწყეს,დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და რაც მთავარია ქართული ცეკვის სიყვარული უღვივდებოდათ გულში.         

ისინი უკვე სხვადასხვა კონცერტებზე ღებულობდნენ მონაწილეობას.
მაგალითად ლეგენდარული ანსამბლი "ივერია" როდესაც ჩავიდა ნიუ იორკში გასტროლებზე,პროდიუსერმა გამოხატა სურვილი რომ  ანსამბლი ივერიას კონცერტზე "ფესვებს" მიეღო მონაწილეობა. ეს ისტორიული დღეც დადგა და ანსამბლი "ფესვები" სცენაზე გამოდის დიდ მსახიობებთან ერთად.

 
ფესვებში თანდათან მოსწავლეთა  რიცხვიც მატულობდა და მათი მშობლებიც მეტად ბედნიერნი იყვნენ ამ ყველაფრის გამო.თავად მშობლებმაც გაიცნეს ერთმანეთი და ეს ჩვენი პატარა ქართული კერა,რომელსაც ჯერ სახელიც კი არ ერქვა და რათქმაუნდა არც საკუთარი ჭერი გააჩნდა, ბევრი ქართველის გაცნობის,დამეგობრების, დანათესავებისა და  ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბების ადგილად იქცა.
უკვე ქართულ გარემოში იზრდებოდნენ ჩვენი პატარა, ამერიკელი ქართველები და ასევე იზრდებოდა მათი რიცხვი,ცეკვის შესრულების დონე და რეპერტუარი.
წმ.ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა ალექსანდრე თანდილაშვილი, როგორც კი მოიხმობდა ამა თუ იმ რელიგიური დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტზე,მაშინვე იქ გაჩნდებოდნენ და დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ღებულობდნენ მონაწილეობას ღონისძიებაში.
მშობლები გამოხატავდნენ სიხარულს, ხშირად გამოთქვამდნდენ კმაყოფილებას და დიდი სიხარულით აღნიშნავდნენ რომ შორენას სტუდია იყო ერთად-ერთი ადგილი სადაც მათი შვილები ქართულ ფესვებს შეინარჩუნებდნენ. აქედან გამომდინარე
შორენამა და ვანომ გადაწყვიტეს "ფესვები" ყოფილიყო მათი           ანსამბლის სახელი. ამ სახელწოდების შერჩევაში მათთან ერთად         მონაწილეობას ღებულობდა ამერიკაში ერთადერთი გაზეთის                
დამფუძვნებელი  და  რედაქტორი, ბატონი მანუჩარ კაჭახიძე. ბატონი მანუჩარი ყოველთვის "ფესვების" გვერდით იდგა და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა პატარა ქართველებს. ამგვარად მიენიჭა "ფესვებს"

ეს სახელწოდება. სწორედ სახელწოდება რადგან ეს არ გახლავთ მხოლოდ სახელი, ეს წოდებაც არის, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად.

CHOREOGRAPHER

JURKHA LOMTADZE

ტრადიცია

შეუმჩნევლად გაირბინა რამოდენიმე წელიწადმა და ნიუ იორკში ემიგრანტების რიცხვმაც საგრძნობლად იმატა.
შესაბამისად უფრო მეტი მოსწავლე მოდიოდა "ფესვებში", ცეკვისა და სიმღერის შესასწავლად.
ვანო
, თუ აქამდე მხოლოდ საცეკვაო მუსიკებს ქმნიდა ბავშვებისათვის,ახლა უკვე სიმღერისა და ხალხური საკრავების გაკვეთილებიც დაემატა.
გვინდოდა, მთელი წლის ნამუშევარი გვეჩვენებინა ემიგრანტი ქართველებისათვის და დღეც შევარჩიეთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი.
მილენიუმის თეატრში ჩატარდა ქართული სიმღერისა და ცეკვის, ანსამბლი "ფესვები" ს დასკვნითი კონცერტი.პატარების გარდა, მონაწილეობას უფროსი თაობის მომღერალი ემიგრანტებიც ღებულობდნენ.
ამის შემდეგ ყოველ წელს, 26 მაისს ანსამბლი "ფესვები" ატარებდა დასკვით კონცერტს.
ამ წლების განმავლობაში,ანსამბლში ვაჟებთან მუშაობდნენ შესანიშნავი მოცეკვავეები:
გაგა ნაცვლიშვილი,
გოგიტა თათულაშვილი,
გია მიქელაძე,
ალეკო ნადარეიშვილი.
2011 წლიდან კი ჯურხა ლომთაძე ჩაუდგა ვაჟებს სათავეში და თავდაუზოგავად შრომობს რათა ამერიკაში დაბადებულ ქართველ ვაჟებს ასწავლოს და შეაყვაროს ქართული ცეკვა.

გოგონებთან მუშაობას კი შორენა განაგრძობს ყოველგვარი დახმარების გარეშე.

GIORGI GODERDZISHVILI

DANCE INSTRUCTOR

     ანსამბლიდან კულტურის ცენტრამდე.

2011 წლიდან ცეკვასა და სიმღერას დაემატა:
ქართული წერა-კითხვა,
ხალხური გუნდი,
ხალხური საკრავები,
საბალეტო კლასი,

ჭადრაკი,
თეატრალური მეტყველება,
ხატვა და ვოკალის კლასი.
ასეთი დატვირთული განრიგის გამო ბავშვებს დიდი ხნით უწევდათ დარჩენა ფესვების  სტუდიაში და სკოლის პროგრამას რომ არ ჩამორჩენოდნენ, შორენამა და ვანომ მიიწვიეს სტუდიაში ლევან ნამიჭეიშვილი, რომელიც შესანიშნავად ეხმარება ბავშვებს
საშუალო სკოლის საშინაო
 
დავალების მომზადებაში და 
ინგლისური ენის  შესწავლაში.
ამრიგად ანსამბლი "ფესვების"  ფუნქცია გაიზარდა და კულტურის ცენტრის ვალდებულება დაეკისრა.
ამრიგად უკვე 10 წლის სტუდია ''ფესვები'' ოფიციალურად დარეგისტრირდა როგორც ქართული კულტურის ცენტრი.
2013 წლის ზაფხულში,კომპანია "ფესვებმა" დასკვნით კონცერტზე 105 მოსწავლე გამოიყვანა. ხუთი თაობა იდგა სცენაზე და ისინი ყველა ქართველებად იყვნენ აღზრდილები. მათი მშობლების ძალისხმევითა და "ფესვების"  მასწავლებელთა გუნდის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად.
ამ ყველაფერს, დღემდე შორენა ბარბაქაძე თავის მეუღლესთან,ვანოსთან ერთად უდგას სათავეში და ისევ დიდი წარმატებით ართმევს თავს აღებულ პასუხისმგებლობას.

DRUM INSTRUCTOR

NODAR OBOLASHVILI

პირველი საგასტროლო მოგზაურობა სამშობლოში
დადგა 2015 წლის გაზაფხული.ამ დროისათვის "ფესვების" ხელში უკვე
700-ზე მეტი ბავშვია გამოვლილი. პირველი თაობის მოსწავლეები უკვე დაფრთიანდნენ. მათ ასობით კონცერტი გამართეს აშშ-ს სხვადასხვა შტატებსა თუ ქალაქებში, ათასობით მაყურებელს გააცნეს ქართული კულტურა.ისინი გარდა იმისა რომ არიან იურისტები,მედიცინის მუშაკები,სამხედრო მოსამსახურენი, არქიტექტორები და ფსიქოლოგები, ასევე არიან სრულყოფილი და გულმხურვალე ქართველები.ბევრი მათგანი დაოჯახდა. ყველამ  ქართული ტრადიციული ოჯახი შექმნა, შვილებიც შეეძინათ და ქართულ ტრადიციებზე ზრდიან.
 "ფესვების" ყოველი პედაგოგი დიდ სიხარულსა და ბედნიერებას განიცდის ყოველივე ამის გამო.


"ფესვები" მუშაობას აგრძელებს და ღვთის შეწევნით შედეგიც შესაბამისად წარმატებულია.
დაიწყო დიდი მზადება. "ფესვები" საქართველოში საგასტროლო მოგზაურობისათვის ემზადება.ბევრი მოსწავლეთაგანი არ არის ნამყოფი საქართველოში. უცხოეთში დაბადებული ქართველი ბავშვების ანსამბლი, სრული აკადემიური ხარისხითა და რეპერტუარით ჯერ საქართველოში არასოდეს ყოფილა ჩასული არც ერთი ქვეყნიდან. სწორედ "ფესვები" გახდა ის პირველი მერცხალი ვინც ეს მოახერხა და ჩავიდა სამშობლოში 2 საათიანი პროგრამით. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიურმა ტრაგედიამ მწუხარებით აღავსო მთელი საქართველო.
"ფესვები" გაემგზავრა საქართველოში 50 კაციანი შემადგენლობით რათა საქველმოქმედო კონცერტი გაემართა და შეძლებისდაგვარად გამოეხატა სტიქიით დაზარალებულთა გვერდით დგომა.
მათ მასპინძლობა გაუწია ქალთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა,ქალბატონმა ნინა ქოჩიაშვილმა. მან ყველაფრით უზრუნველყო ანსამბლი.

გრიბოედოვის სახელობის დარბაზში "ფესვები" შესანიშნავად წარსდგა მაყურებლის წინაშე. ასევე მონაწილეობა მიიღო შესანიშნავმა, ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "სიონმა" კახა დგებუაძისა და მზექო ჯაიანის ხელმძღვანელობით. ფესვებისა და სიონის ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს. დარბაზი მაყურებლით სულ გაივსო, ხალხი განმეორებით კონცერტს ითხოვდა. ბავშვებმა კარგად იცოდნენ ვის წინაშე გამოდიოდნენ და რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული. მრავალი მათგანი პირველად იყო საქართველოში და სწორედ კონცერტის წინ გაიცნო ბებია, ბაბუა და ნათესავები. კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა 13 ივნისს გარდაცვლილი გოგონას 10 წევრიან ოჯახს.
( მამა გიორგი ჯიბუტს )

თბილისის გარდა კონცერტები გაიმართა ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურეს ჩვენმა ახალგაზრდა მოცეკვავეებმა.
კონცერტების შემდეგ კი ბათუმში დაისვენეს. ზღვაში გასცურეს და დაუვიწყარი დღეები გაატარეს.
 

THEATRICAL PRODUCER

NIKOLOZ SABASHVILI

                                                       უზიკლი

2016 წლის ნოემბრის თვეში,ფესვებმა საქართველოდან სპეციალურად მოიწვია
უნიჭიერესი და ძალიან წარმატებული რეჟისორი ბატონი ნიკოლოზ საბაშვილი.
რეჟისორმა დიდი სიხარულით მიიღო ფესვების მიწვევა და გადაწყდა,შეექმნათ  მუსიკალური სპექტაკლი სახელწოდებით  "ლეგენდა საქართველოზე". ბატონმა ნიკამ სულ რაღაც 5 კვირაში სპექტაკლი დადგა და ჩვენი ბავშვები მსახიობებად აქცია. სპექტაკლში გამოყენებული იქნა სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენებზე რომელიც ვანო გოდერძიშვილმა შექმნა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის. მოიწვიეს შესანიშნავი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ფესვების ყოფილი მოსწავლე ვაკო გველესიანი. რომელმაც ბავშვებს ჰიპჰოპის ცეკვა შეასწავლა. მისი ცეკვები მუზიკლში იქნა გამოყენებული.2016 წლის 24 დეკემბერს,სიმფონი სფეისის დარბაზში, რომელიც მდებარეობს ბროდვეიზე, დიდი წარმატებით ჩატარდა მიუზიკლი "ლეგენდა საქართველოზე" სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ არა მარტო "ფესვების" მოზარდი ახალგაზრდები, არამედ პროფესიონალი მსახიობებიც: გიორგი კაკაურიძე, ნინო იმედაძე, ლაშა ზალკალიანი,სოსო თოლორაია.ასევე მომღერლები და მუსიკოსები: ნოდარ ობოლაშვილი,გია ჯანიაშვილი, გივი ხოსროშვილი,დათო ამბროსიძე, გიორგი ხიზანიშვილი,გიგა ამირანაშვილი, ირაკლი დათუაძე,ირაკლი შარაძე და ნატო გოდერძიშვილი. მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ამ წარმატებამ ახალ პროექტებს ჩაუყარა საფუძველი. ზუსტად ერთ წელიწადში ბატონი ნიკა საბაშვილი კვლავ ესტუმრა ნიუ იორკს და ფესვებთან ერთად დაიწყო მუშაობა მიუზიკლზე " წუნა და წრუწუნა " 2016 წელს მოწვეულ მსახიობებსა და მუსიკოსებს  2017 წლის დეკემბერში კიდევ რამოდენიმე პროფესიონალი შეემატა: ირაკლი ბეგლარაშვილი, ნიკა ელიავა, გიორგი ფოცხვერია, გიორგი თოდრია და ნანიკო კვარაცხელია. რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა შექმნა მიუზიკლი "წუნა და წრუწუნას" ახალი ვერსია, სადაც გაჩნდნენ ახალი პერსონაჟები, გაჩნდა ახალი თემები და მუსიკალური კომპოზიციები.
2017 წლის 26 დეკემბერს, ბრუკლინში, მასტერ თეატრის სცენაზე, უდიდესი წარმატებით ჩატარდა მიუზიკლი " წუნა და წრუწუნა " ყველა ბილეთი გაიყიდა, ხალხი აღფრთოვანებულია. ყველა აღნიშნავს ერთსა და იმავეს: ხარისხი იყო უმაღლესი და ყველა ძალიან კმაყოფილი დარჩა.

2017 წლის 12 ივნისს "ფესვები" 16 წლის გახდა.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "ფესვებმა" გრანდიოზული კონცერტი გამართა მასტერ თეატრში. 1400 ადგილი შეივსო. კონცერტს ესწრებიან როგორც საქართველოს საკონსულოს, ასევე ბრუკლინის, მერიისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და  ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირები. ყველამ აღნიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს "ფესვებს" ემიგრაციაში დაბადებული ქართველი ბავშვებისათვის, მათი კულტურული განვითარებისათვის და სწორად ჩამოყალიბებისათვის. 3 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ აპლოდირებდა აღფრთოვანებული დარბაზი. სცენაზე გამოდიოდა ყველა, ვისაც ოდესმე "ფესვებში" უცეკვია. ბავშვები ჩამოვიდნენ სხვადასხვა შტატებიდან რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. კონცერტის წამყვანები იყვნენ ქართული ჟურნალი "მამულის" დამაარსებელი და რედაქტორი მანუჩარ კაჭახიძე და "ფესვების" მიერ  აღზრდილი, შესანიშნავი მომღერალი მარიამ ჩუბინიძე. კონცერტი წაიყვანეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ცეკვები შესრულდა ცოცხალი მუსიკის თანხლებით ირაკლი ბეგლარაშვილის, გივი ხოსროშვილის, ნოდარ ობოლაშვილის,ნიკა ელიავას, ირაკლი შარაძის,სოსო თოლორაიას, ნატო გოდერძიშვილის, რაული მშვიდობაძის, გია ჯანიაშვილის, დათო ამბროსიძისა, დათო რამიშვილისა და ივანე გოდერძიშვილის შესრულებით.


 

2019 წელს გავხსენით ფესვების   ახალი ფილიალები  ნიუ იორკის კიდევ ერთ ქალაქში "სპრინგვალი'' და ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ მარლბოროში. ჩვენს  სტუდიებში  მოსწავლეთა რაოდენობა დღითიდღე იზრდებოდა.

2020 წელს, მსოფლიოში ყველაფერი გაჩერდა პანდემიის გამო. ჩვენც შევწყვიტეთ მუშაობა, მაგრამ ჩვენი კულტურის ცენტრი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო გაკვეთილების ჩატარება დისტანციურად ვიდეო კავშირების საშუალებით.

ამ რთულ პერიოდშიც ბევრი სტუდენტი შემოგვიერთდა ვიდეო გაკვეთილებზე. ამ საშინელ დროს ჩვენ შევძელით მოკლე ვიდეოკლიპის გადაღება ჩვენი ცენტრის შესახებ.

საბედნიეროდ, პანდემია დასრულდა და გაკვეთილები სრულად განახლდა ჩვენს სტუდიებში.

2023 წლის 5 თებერვალს ბრუკლინში, დიდ თეატრში  გავმართეთ ფესვების სოლო კონცერტი. მონაწილეობა მიიღეს  ბრუკლინის, სპრინგვალისა და ნიუ ჯერსის, ჩვენი ფილიალების მოსწავლეებმა. მოცეკვავეებმა და მომღერლებმა.

bottom of page