top of page
ქართული კულტურის ცენტრის
" ფესვები"
დამფუძვნებელი და ქორეოგრაფი
Founder And Choreographer of
Georgian Cultural Center
" PESVEBI "

SHORENA BARBAKADZE
როგორ შეიქმნა " ფესვები "
შორენა ბარბაქაძე და ივანე გოდერძიშვილი აშშ-ში 1998 წელს ჩავიდნენ. სანამ მათი პირველი შვილი მოევლინებოდა სამყაროს,მათ შენიშნეს რომ ნიუ იორკში დაბადებული, ან ახალი ჩამოსული პატარები უერთმანეთოდ იზრდებოდნენ. მათ არ ჰქონდათ ერთმანეთთან შეხვედრის,გაცნობისა და დამეგობრების საშუალება.
პატარა ქართველების ერთმანეთისაგან სიშორე საბოლოოდ
გამოიწვევდა ამ ბავშვების ერთმანეთისაგან გაუცხოვებას .
სწორედ ეს ვითარება გახდა მიზეზი იმ საბოლოო გადაწყვეტილებისა, რომელიც ვანოსა და შორენას უნდა მიეღოთ.
უნდა დაარსებულიყო ქართული კულტურული ცენტრი,
სადაც ბავშვები და მოზარდები შეისწავლიდნენ ქართულ ცეკვასა და სიმღერას. ახალგაზრდა გოგონებმა დიდი სიხარულით გამოთქვეს ქართული ცეკვის შესწავლის სურვილი. მართლაც რამოდენიმე კვირაში მათ შეასრულეს რამოდენიმე ცეკვა მანჰეტენზე, მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამართულ სადღესასწაულო კონცერტზე და ხალხის დიდი მოწონებაც
დაიმსახურეს.
რაც მთავარია, ქართველ მრევლში მოწონება დაიმსახურა ამ იდეამ. ყველას,ვისაც კი პატარა შვილი ჰყავდა, ვინც კი ახალგაზრდა იყო მოდიოდა და ცეკვისა და სიმღერის შესწავლის სურვილს გამოთქვამდა.ასე დაიწყო ჩამოყალიბება
"ფესვებმა"

ART. DIRECTOR
IVAN GODERDZISHVILI
განვითარება
გადიოდა დრო და თანდათან გამოიკვეთა ადგილი, სადაც ქართველი ბავშვები ერთმანეთს ხვდებოდნენ.
შორენას დაუღალავმა და თავგანწირულმა შრომამ ნელ-ნელა ნაყოფის გამოღება დაიწყო.
ბავშვებმა ქართულად საუბარი დაიწყეს,დაუმეგობრდნენ ერთმანეთს და რაც მთავარია ქართული ცეკვის სიყვარული უღვივდებოდათ გულში.
ისინი უკვე სხვადასხვა კონცერტებზე ღებულობდნენ მონაწილეობას.
მაგალითად ლეგენდარული ანსამბლი "ივერია" როდესაც ჩავიდა ნიუ იორკში გასტროლებზე,პროდიუსერმა გამოხატა სურვილი რომ "ფესვებს" მიეღო მონაწილეობა.ეს ისტორიული დღეც დადგა და ანსამბლი "ფესვები" სცენაზე გამოდის დიდ მსახიობებთან ერთად.
თანდათან მათი რიცხვიც მატულობდა და მათი მშობლებიც მეტად ბედნიერნი იყვნენ ამ ყველაფრის გამო.თავად მშობლებმაც გაიცნეს ერთმანეთი და ეს ჩვენი პატარა ქართული კერა,რომელსაც ჯერ სახელიც კი არ ერქვა და რათქმაუნდა არც საკუთარი ჭერი გააჩნდა, ბევრი ქართველის გაცნობის,დამეგობრების, დანათესავებისა და დაოჯახების ადგილად იქცა.
უკვე ქართულ გარემოში იზრდებოდნენ ჩვენი პატარა, ამერიკელი ქართველები და ასევე იზრდებოდა მათი რიცხვი,ცეკვის შესრულების დონე და რეპერტუარი.
წმ.ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა ალექსანდრე, როგორც კი მოიხმობდა ამა თუ იმ რელიგიური დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტზე,მაშინვე იქ გაჩნდებოდნენ და დიდი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ღებულობდნენ მონაწილეობას ღონისძიებაში.
მშობლები გამოხატავდნენ სიხარულს, ხშირად გამოთქვამდნდენ კმაყოფილებას და დიდი სიხარულით აღნიშნავდნენ რომ შორენას სტუდია იყო ერთად-ერთი ადგილი სადაც მათი შვილები ქართულ ფესვებს შეინარჩუნებდნენ. აქედან გამომდინარე
შორენამა და ვანომ გადაწყვიტეს "ფესვები" ყოფილიყო მათი ანსამბლის სახელი. ამ სახელწოდების შერჩევაში მათთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა ამერიკაში ერთადერთი გაზეთის დამფუძვნებელი და რედაქტორი, ბატონი მანუჩარ კაჭახიძე. ბატონი მანუჩარი ყოველთვის "ფესვების" გვერდით იდგა და სხვადასხვა სახის დახმარებას უწევდა პატარა ქართველებს. ამგვარად მიენიჭა "ფესვებს"
ეს სახელწოდება. სწორედ სახელწოდება რადგან ეს არ გახლავთ მხოლოდ სახელი, ეს წოდებაც არის, უდიდეს პასუხისმგებლობასთან ერთად.

CHOREOGRAPHER
JURKHA LOMTADZE
ტრადიცია
შეუმჩნევლად გაირბინა რამოდენიმე წელიწადმა და ნიუ იორკში ემიგრანტების რიცხვმაც საგრძნობლად იმატა.
შესაბამისად უფრო მეტი მოსწავლე მოდიოდა "ფესვებში", ცეკვისა და სიმღერის შესასწავლად.
ვანო თუ აქამდე მხოლოდ საცეკვაო მუსიკების შექმნით იყო დაკავებული,ახლა უკვე სიმღერისა და ხალხური საკრავების გაკვეთილებიც დაემატა.
გვინდოდა ჩვენი მთელი წლის ნამუშევარი გვეჩვენებინა ემიგრანტი ქრთველებისათვის და დღეც შევარჩიეთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი.
მილენიუმის თეატრში ჩატარდა ქართული სიმღერისა და ცეკვის, ანსამბლი "ფესვები" ს დასკვნითი კონცერტი.პატარების გარდა, მონაწილეობას უფროსი თაობის მომღერალი ემიგრანტებიც ღებულობდნენ.
ამის შემდეგ ყოველ 26 მაისს ანსამბლი "ფესვები" ატარებდა დასკვით კონცერტს.
ამ წლების განმავლობაში,ანსამბლში ვაჟებთან მუშაობდნენ შესანიშნავი მოცეკვავეები:
გაგა ნაცვლიშვილი,
გოგიტა თათულაშვილი,
გია მიქელაძე,
ალეკო ნადარეიშვილი.
2011 წლიდან კი ჯურხა ლომთაძე ჩაუდგა ვაჟებს სათავეში და თავდაუზოგავად შრომობს რათა ამერიკაში დაბადებულ ქართველ ვაჟებს ასწავლოს და შეაყვაროს ქართული ცეკვა.
გოგონებთან მუშაობას კი შორენა უძღვება ყოველგვარი დახმარების გარეშე.

GIORGI GODERDZISHVILI
DANCE INSTRUCTOR
ანსამბლი-კულტურის ცენტრი
2011 წლიდან ცეკვასა და სიმღერას დაემატა:
ქართული წერა-კითხვა,
ხალხური გუნდი,
ხალხური საკრავები,
საბალეტო კლასი,
ფორტეპიანო,
ჭადრაკი
თეატრალური მეტყველება,
ხატვა და ვოკალის კლასი.
ასეთი დატვირთული განრიგის გამო ბავშვებს დიდი ხნით უწევდათ დარჩენა "ფესვების" სტუდიაში და სკოლის პროგრამას რომ არ ჩამორჩენოდნენ, შორენამა და ვანომ მიიწვიეს სტუდიაში ლევან ნამიჭეიშვილი, რომელიც შესანიშნავად ეხმარება ბავშვებს საშინაო
დავალების მომზადებაში და ინგლისური ენისა და მათემატიკის შესწავლაში.
ამრიგად ანსამბლი "ფესვების" ფუნქცია გაიზარდა და კულტურის ცენტრის ვალდებულება დაეკისრა.
2013 წლის ზაფხულში,კომპანია "ფესვებმა" დასკვნით კონცერტზე 105 მოსწავლე გამოიყვანა. ხუთი თაობა იდგა სცენაზე და ისინი ყველა ქართველებად იყვნენ აღზრდილები, მათი მშობლების ძალისხმევითა და "ფესვების" მასწავლებელთა გუნდის, მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად.
ამ ყველაფერს, დღემდე შორენა ბარბაქაძე თავის მეუღლესთან,ვანოსთან ერთად უდგას სათავეში და ისევ დიდი წარმატებით ართმევს თავს აღებულ პასუხისმგებლობას.

DRUM INSTRUCTOR
NODAR OBOLASHVILI
პირველი საგასტროლო მოგზაურობა სამშობლოში
დადგა 2015 წლის გაზაფხული.ამ დროისათვის "ფესვების" ხელში 500-ზე მეტი ბავშვია გამოვლილი. პირველი თაობის მოსწავლეები უკვე დაფრთიანდნენ. მათ ასობით კონცერტი გამართეს აშშ-ს სხვადასხვა შტატებსა თუ ქალაქებში, ათასობით უცხოელ მაყურებელს გააცნეს ქართული კულტურა.ისინი გარდა იმისა რომ არიან იურისტები,მედიცინის მუშაკები,სამხედრო მოსამსახურენი, არქიტექტორები და ფსიქოლოგები, ასევე არიან სრულყოფილი და გულმხურვალე ქართველები.ბევრი მათგანი დაოჯახდა.ყველამ ქართული ოჯახი შექმნა, შვილებიც შეეძინათ და ქართულ ტრადიციებზე ზრდიან. მრავალ ქართულ ოჯახს ჩაეყარა საფუძველი. "ფესვების" ყოველი პედაგოგი დიდ სიხარულსა და ბედნიერებას განიცდის ყოველივე ამის გამო.
"ფესვები" მუშაობას აგრძელებს და ღვთის შეწევნით შედეგიც შესაბამისად წარმატებულია.
დაიწყო დიდი მზადება. "ფესვები" საქართველოში საგასტროლო მოგზაურობისათვის ემზადება.ბევრი მოსწავლეთაგანი არ არის ნამყოფი საქართველოში. უცხოეთში დაბადებული ქართველი ბავშვებით დაკომპლექტებული ანსამბლი, სრული აკადემიური ხარისხითა და რეპერტუარით ჯერ საქართველოში არასოდეს ყოფილა ჩასული არც ერთი ქვეყნიდან. სწორედ "ფესვები" გახდა ის პირველი მერცხალი ვინც ეს მოახერხა და ჩავიდა სამშობლოში 2 საათიანი პროგრამით. 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიურმა ტრაგედიამ მწუხარებით აღავსო მთელი საქართველო და ჩვენც მასთან ერთად.
"ფესვები" გაემგზავრა საქართველოში 50 კაციანი შემადგენლობით რათა საქველმოქმედო კონცერტი გაემართა და შეძლებისდაგვარად გამოეხატა სტიქიით დაზარალებულთა გვერდით დგომა. მათ მასპინძლობა გაუწია ქალთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა,ქალბატონმა ნინა ქოჩიაშვილმა. მან ყველაფრით უზრუნველყო ანსამბლი რისთვისაც ყოველთვის ვიქნებით მისი მადლიერი.
გრიბოედოვის სახელობის დარბაზში "ფესვები" შესანიშნავად წარსდგა მაყურებლის წინაშე. ასევე მონაწილეობა მიიღო შესანიშნავმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "სიონმა" კახა დგებუაძისა და მზექო ჯაიანის ხელმძღვანელობით. "ფესვები"სა და "სიონი"ს ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს. დარბაზი სულ გაივსო, ხალხი განმეორებით კონცერტს ითხოვდა. ბავშვებმა კარგად იცოდნენ ვის წინაშე გამოდიოდნენ და რამხელა პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული. მრავალი მათგანი პირველად იყო საქართველოში და სწორედ კონცერტის წინ გაიცნო ბებია, ბაბუა და ნათესავები. კონცერტზე შემოსული თანხა მთლიანად გადაეცა 13 ივნისს გარდაცვლილი გოგონას 10 წევრიან ოჯახს.
( მამა გიორგი ჯიბუტს )
თბილისის გარდა კონცერტები გაიმართა ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურეს ჩვენმა ახალგაზრდებმა.
კონცერტების შემდეგ კი ბათუმში დაისვენეს. ზღვაში გასცურეს და დაუვიწყარი დღეები გაატარეს.

THEATRICAL PRODUCER
NIKOLOZ SABASHVILI
მუზიკლი
2016 წლის ნოემბრის თვეში,"ფესვებმა" საქართველოდან სპეციალურად მოიწვია
უნიჭიერესი და ძალიან წარმატებული რეჟისორი, ბატონი ნიკოლოზ საბაშვილი.
რეჟისორმა დიდი სიხარულით მიიღო ჩვენი შეთავაზება და გადაწყდა, დაგვედგა მუსიკალური სპექტაკლი სახელწოდებით "ლეგენდა საქართველოზე" ბატონმა ნიკამ სულ რაღაც 5 კვირაში სპექტაკლი დადგა და ჩვენი ბავშვები მსახიობებად აქცია. სპექტაკლში გამოყენებული იქნა სიმღერები ქართულ და ინგლისურ ენაზე რომელიც ვანო გოდერძიშვილმა შექმნა სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის. მოვიწვიეთ შესანიშნავი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ფესვების ყოფილი მოსწავლე ვაკო გველესიანი. რომელმაც ბავშვებს ჰიპჰოპის სტილი შეასწავლა. მისი ცეკვები მუზიკლში იქნა გამოყენებული.2016 წლის 24 დეკემბერს, ბროდვეიზე, სიმფონი სფეისის დარბაზში, Diana bagrationi foundation და HCS homecare center - ის თანადგომით, დიდი წარმატებით ჩატარდა მუზიკლი "ლეგენდა საქართველოზე" სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ არა მარტო "ფესვების" ბავშვები არამედ პროფესიონალი მსახიობებიც: გიორგი კაკაურიძე, ნინო იმედაძე, ლაშა ზალკალიანი,სოსო თოლორაია.ასევე მომღერლები და მუსიკოსები: ნოდარ ობოლაშვილი,გია ჯანიაშვილი, გივი ხოსროშვილი,დათო ამბროსიძე, გიორგი ხიზანიშვილი,გიგა ამირანაშვილი, ირაკლი დათუაძე,ირაკლი შარაძე და ნატო გოდერძიშვილი. მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ მალავდა.ამ წარმატებამ ახალ პროექტებს ჩაუყარა საფუძველი. ზუსტად ერთ წელიწადში ბატონი ნიკა საბაშვილი კვლავ ესტუმრა ნიუ იორკს და ფესვებთან ერთად დაიწყო მუშაობა მუზიკლზე " წუნა და წრუწუნა " 2016 წელს მოწვეულ მსახიობებსა და მუსიკოსებს 2017 წლის დეკემბერში კიდევ რამოდენიმე პროფესიონალი შეემატა: ირაკლი ბეგლარაშვილი, ნიკა ელიავა, გიორგი ფოცხვერია, გიორგი თოდრია და ნანიკო კვარაცხელია. რეჟისორმა ნიკა საბაშვილმა შექმნა "წუნა და წრუწუნას" ახალი ვერსია, სადაც გაჩნდნენ ახალი გმირები, გაჩნდა ახალი თემები და მუსიკალური კომპოზიციები.
2017 წლის 26 დეკემბერს, ბრუკლინში მასტერ თეატრის სცენაზე უდიდესი წარმატებით ჩატარდა მუზიკლი " წუნა და წრუწუნა " ყველა ბილეთი გაიყიდა, ხალხი აღფრთოვანებულია. ყველა აღნიშნავს ერთსა და იმავეს: ხარისხი იყო უმაღლესი და ყველა დიდად კმაყოფილი დარჩა.
2017 წლის 12 ივნისს "ფესვები" 15 წლის გახდა.
ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით "ფესვებმა" გრანდიოზული კონცერტი გამართა მასტერ თეატრში. 1400 ადგილი შეივსო. კონცერტს ესწრებიან როგორც საქართველოს საკონსულოს, ასევე ბრუკლინის მერიისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის სასულიერო პირები. ყველამ აღნიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს "ფესვებს" ემიგრაციაში დაბადებული ქართველი ბავშვებისათვის, მათი კულტურული განვითარებისათვის და ქართველებად ჩამოყალიბებისათვის. 3 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ გუგუნებდა აღფრთოვანებული დარბაზი. სცენაზე გამოდიოდა ყველა, ვისაც ოდესმე "ფესვებში" უცეკვია. ბავშვები ჩამოვიდნენ სხვადასხვა შტატებიდან რათა ამ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. კონცერტის წამყვანები იყვნენ ქართული ჟურნალი "მამულის" დამაარსებელი და რედაქტორი მანუჩარ კაჭახიძე და "ფესვების" მიერ აღზრდილი, შესანიშნავი მომღერალი მარიამ ჩუბინიძე. კონცერტი წაიყვანეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. ცეკვები შესრულდა ცოცხალ მუსიკაზე ირაკლი ბეგლარაშვილის, გივი ხოსროშვილის, ნოდარ ობოლაშვილის,ნიკა ელიავას, ირაკლი შარაძის,სოსო თოლორაიას, ნატო გოდერძიშვილის, რაული მშვიდობაძის, გია ჯანიაშვილის, დათო ამბროსიძისა, დათო რამიშვილისა და ივანე გოდერძიშვილის შესრულებით.

MUSICIAN COMPOSER
IRAKLI BEGLARASHVILI
bottom of page